დანიამ "ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების მიზეზად "მიზანმიმართული საბოტაჟი“ დაასახელა

2022 წელს, გაზსადენებზე - "ჩრდილოეთის ნაკადი 1" და "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მომხდატ აფეთქებებზე, დანიამ გამოძიება დაასრულა.


"შეფასების შედეგად არ იკვეთება აუცილებელი საფუძველი ამ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების გასაგრძელებლად, - წერს დანიის პოლიცია განცხადებაში, თუმცა დასძენს, - გამოძიებაზე დაყრდნობით, უწყებებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ეს იყო გაზსადენების განზრახ საბოტაჟი".

დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს.

მანამდე, მიმდინარე თვეში, შვედეთმა გამოაცხადა, რომ აფეთქებების გამოძიებას წყვეტს.